მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ 17-18 იანვარს ჩამოასვენებენ

0

10419591_375098462650663_5297773579078127109_nიტალიის ქალაქ ბარში ხვალ დილით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე სამღვდელო პირებთან ერთად გაემგზავრება. შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებისთანავე, პირველივე რეისით სასულიერო პირის მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. ცხედრის გადმოსვენების სავარაუდო თარიღად 17-18 იანვარი სახელდება.

მამა ილია კარტოზიას მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც იგი მსახურობდა.

შეგახსენებთ, რომ ბორან „ნორმან ატლანტიკს“ ცეცხლი დაახლოებით ორი კვირის წინ გაუჩნდა. ბორანზე საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო ერთი სასულიერო პირი – მამა ილია კარტოზია კატასტროფის შედეგად დაიღუპა.