მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენების თარიღი დღეს დაზუსტდება

0

mama_ilia_kartozia_28720მამა ილია კარტოზიას საქართველოში ჩამოსვენების თარიღი დღეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესში ჩართულია საკონსულო და უშუალო კონტაქტი აქვს შესაბამის პირებთან.

„დღეს ყველანაირი ექსპერტიზა უნდა დასრულდეს. ამიტომ დღის ბოლოს ზუსტი თარიღი გვეცოდინება, როდის მოხდება მისი გადმოსვენება. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცედურები საკმაოდ რთული და ხანგრძლივია“, — განაცხადა დავით კერესელიძემ.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ ბორანზე მომხდარი ტრაგედიის დროს სასულიერო პირი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ მამა ილია კარტოზია იტალიაში, ადრიატიკის ზღვაში გემ „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრისას ევაკუაციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ის ევროპაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრა. ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ 11 ადამიანი დაიღუპა.

სხვა ახალი ამბები: