მამა ილია (კარტოზიას) ცხედარს დღეს ჩამოასვენებენ

0

5image-1ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტის, ილია კარტოზიას ცხედარს იტალიიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 17:30 საათზე ჩამოასვენებენ,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრეცენტრის ხელმძღვანელმ,ა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამა ილიას დღეს საღამოსვე სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 19 იანვარს კი, ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ, მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.

დაკრძალვის ცერემონია 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკ”-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი გადარჩა.

მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

სხვა ახალი ამბები: