მამა ილია კარტოზიას ცხედარს სამებიდან გამოასვენებენ და მცხეთაში დაკრძალავენ

0

10419591_375098462650663_5297773579078127109_nმამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ. გარდაცვალებამდე ის ამავე მონასტრის წინამძღვარი იყო. დაკრძალვის ადგილის შერჩევა მისი ანდერძის თანახმად მოხდა.

ადრიატიკის ზღვაში, სამგზავრო გემ “ნორმან ატლანტიკზე” კატასტროფის დროს დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ. აეროპორტში ცხედარს მისი მრევლი დახვდება, რის შემდგომაც ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. სამების ტაძარში პანაშვიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.

მამა ილია კარტოზიას ცხედარი იტალიის ქალაქ ბარიში იყო დასვენებული. ქართველი სასულიერო პირის სულის მოსახსენებელი წირვა ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აღასრულეს.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.