მამუკა არეშიძე: “თუ მერაბიშვილი ალაპარაკდა, გამოძიება სააკაშვილამდეც მივა”

0
areshidzeექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, “თუ მერაბიშვილი ალაპარაკდა, გამოძიება აუცილებლად მივა მიხეილ სააკაშვილამდე”.
როგორც მან გაზეთ”ალიასთან” ინტერვიუში განაცხადა, “ზუსტად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საკითხია ძირითადი, რის გამოც მერაბიშვილი დააკავეს”.
„მთლად მართალი არ იქნება, მერაბიშვილმა თქვას, გირგვლიანის მკვლელობა სააკაშვილმა დამავალაო, მაგრამ გააჩნია, სხვა საქმეებზე რას მოყვება. სხვა ფაქტების გარშემო მასალების დაგროვების პროცესი მიმდინარეობს. დარწმუნებული იყავით, რომ ამ პროცესში მერაბიშვილზე სხვა მასალებიც დაიდება”, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
ამასთან, მისი აზრით, „შესაძლოა, შემდეგი თბილისის მერი გიგი უგულავა იყოს”.
“ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაკითხვა თანაბარ რეჟიმში მიმდინარეობდა და შესაძლოა, შემდეგი უგულავა იყოს. მე მგონია, გიგი უგულავას დააკავებენ. უგულავას დანაშაულები უფრო ეკონომიკური ხასიათისაა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის პერიოდს”, – დასძინა მან.

სხვა ახალი ამბები: