მამუკა არეშიძე: ”პუტინის აფხაზეთში ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის”

0

areshidzeექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ უფროსი თავის მამულში ჩავიდა.

როგორც მამუკა არეშიძე აცხადებს, პუტინის აფხაზეთში ვიზიტი და დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბთან შეხვედრა კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ტერიტორია რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

,,თუმცა ამ ვიზიტს ქვედინებებიც აქვს. აფხაზეთში საზოგადოება და ოპოზიცია გააქტიურდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ანქვაბი კორუმპირებული პრეზიდენტია და რუსეთის მიერ გადარიცხული ფული შეჭამა. პუტინის ვიზიტი იმ განზრახვას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ეს ტერიტორია მათია. დღეს ლავროვმაც კონსტრუქციული განცხადებები გააკეთა, რომლითაც არც მწვადი დაწვა და არც შამფური. ეს მისი მხრიდან დიპლომატიური ჟესტი იყო. რუსეთი აფხაზეთთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს და ახდენს დემონსტრირებას, რომ ეს ტერიტორია მისია”-აცხადებს არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს საქმიანი ვიზიტით ეწვია. რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბთან შეხვედრა აფხაზეთის საკურორტო ქალაქ ბიჭვინთაში გამართა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

სხვა ახალი ამბები: