მანანა კობახიძე: ”ბურჯანაზე იყო ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლი, შემდეგ კი სააკაშვილის აქტიური თანაგუნდელი”

0

kobaxidze“მონსტრი რომ დავამარცხეთ, ეს იყო ივანიშვილისა და მისი გუნდის დამსახურება. მოდით, სიმართლე ვთქვათ – სააკაშვილის მომრევი საქართვლოში მანამდე არავინ იყო. ნინო ბურჯანაძემ ძალიან ბევრი მოინდომა, იგივე 26 მაისს და მანამდეც, მაგრამ 26 მაისს რაც მან ხალხი შეკრიბა, სულ ეს იყო. ახლა ამის თქმა მიწევს, სამწუხაროდ, მაშინ საზოგადოებამ მას ბევრი მიზეზის გამო მხარი არ დაუჭირა, თორემ სააკაშვილის მიმართ მაშინ ზიზღი არ ჰქონდათ? ხალხამ ვერ დაინახა ლიდერი, ახლა რა შეიცვალა, რა გააკეთა ბურჯანაძემ ისეთი 26 მაისის შემდეგ, რომ ჩვენი “მხარდამჭერები” მასთან გარბიან?

იმ ადამიანებს ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი “ნაციონალების” წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ნინო ბურჯანაძეზე ამას ვერ ვიტყვი. ის არის შევარდნაძის დროის პოლიტიკოსი, რომელიც იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მხარდამჭერი იმ კურსისა, რომელსაც ის ხელისუფლება ატარებდა. იყო ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლი. მერე გადავიდა ოპოზიციაში და იყო მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიურ თანაგუნდელი და თანამებრძოლი, “ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი. მაგან დიდი წვლილი შეიტანა მიშას მოყვანაში, შემდეგ კი “ნაციონალური” კურსის თანამონაწილე გახდა. ძალიან ხშირად კი ორგანიზატორიც. ახლა ამბობს, სააკაშვილს განვუდექიო, მაგრამ მანამდე იმდენი ცუდი რამ მოხდა, ამის დავიწყება და სხვა რამით გადაფარვა შეუძლებელია”

სხვა ახალი ამბები: