მანანა კობახიძე: “ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერი იქნებოდა ძალიან კარგი”

0

33113432საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ხვალ, უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ მომავალი პრემიერის ვინაობის დასახელებას გვპირდება. თუმცა, თუ ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის მომავალი პრემიერი, ამას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

“განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. მათ შორის არ არის გამორიცხული ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც, მაგრამ მე გეტყვით პირადად ჩემს აზრს, რომ როგორც პრემიერი ირაკლი იქნებოდა ძალიან კარგი, თუმცა ის უწყება, რომელსაც ის ხელმძღვანელობსწარმატებულია. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ძალიან ჭირდება.

ასევე ძალიან კარგი პრემიერი იქნებოდა ბატონი სერგეენკოც. ასევე საუბარი იყო ბატონ კალაძეზეც და ესეც ძალიან კარგი კანდიდატურაა. მოდით ვთქვათ, ფანჯიკიძეც ძალიან კარგი მინისტრია და ასე შემდეგ.

მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი. რომელიმე დასახელებულ კანდიდატთაგან ხვალ შეიძლება დასახელებულ იქნას, როგორც პრემიერი. ასე რომ მომავალი პრემიერის ვინაობა ხვალ გაირკვევა.”-აცხადებს მანანა კობახიზე.

სხვა ახალი ამბები: