მანანა კობახიძე: “სამ ეპიზოდში გამართლება არ ნიშნავს იმას რომ ბაჩო ახალაია ხვალ თავისუფალი იქნება”

0

new“მე როგორც იურისტი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, რადგან საქმის დეტალებს კარგად არ ვიცნობ, არ დავდიოდი პროცესებზე, არ გავცნობივარ მოწმეთა ჩვენებებს და პროკურატურის არგუმენტებს. ერთი ის ვიცი, რომ პროკურატურას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მტკიცებულებები, რომ პირის დანაშაული დაამტკიცოს და ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვზე დაყრდნობილი არ უნდა იყოს. მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულებები და ამის საფუძველზე წარუდგინა ბაჩო ახალაიას ბრალი. თუ არა ეს მაშინ რა იყო მისი ინტერესი?! თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამ ეპიზოდში გამართლება არ ნიშნავს იმას რომ ბაჩო ახალაია ხვალ თავისუფალი იქნება. საზოგადოებამ იცის რომ მას ბრალი სხვა ეპიზოდებშიც ედება. ახლა არ მინდა ვამტკიცო, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული. საამისოდ დეტალურად უნდა ვიცნობდე პროცესებს მე კი როგორც პარლამენტის წევრს არ მქონდა დრო მევლო  პროცესებზე”

სხვა ახალი ამბები: