მანანა კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აღარ იქნება

0

manana-kobaxidzeპარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მანანა კობახიძე აღარ იქნება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, მას პარლამენტში საპასუხისმგებლო თანამდებობები აქვს – ვიცე–სპიკერობის გარდა, არის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი, რაც ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, ისევე, როგორც პარტიის მართვა.

მისივე ინფორმაციით, პარტია საწესდებო ცვლილებებს გეგმავს, რომელიც დღეს ან ხვალ უკვე დასრულდება და შესაძლოა, თავმჯდომარის ნაცვლად, პარტიას გენერალური მდივანი ჰყავდეს.

ამასთან, საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

სხვა ახალი ამბები: