მანანა კობახიძე: “ჩამოაბრძანეთ მიხეილი და აუხსნას საზოგადოებას ვის უსმენდა და რა მიზნით?!”

0

manana“ნაციონალურ მოძრაობას” და მის ფილიალს “რუსთავი 2-ს” მივმართავ, ყველა ჩანაწერი, რაც თქვენ გუშინ გაავრცელეთ არის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ როცა თქვენი მიშა პირდაპირ აკონტროლებდა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, რომლის ხელთაც იყო მოსასმენი აპარატურა და ცხადია არ გაუშვებდა შანსს, მოესმინა ყველასთვის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ამიტომ ხელს ირაკლი ღარიბაშვილისკენ კი ნუ იშვერთ! ჩამოაბრძანეთ მიხეილი და კეთილი ინებოს, აუხსნას საზოგადოებას ვის უსმენდა და რა მიზნით, თუმცა მიზანი გასაგებია! გარდა ამისა, “რუსთავი -2“ – ს და მის დამცველ კახიძეს, ვურჩევ: ნუ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში, სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულია და შესაბამისად, დასჯადია უკანონო, ფარული ჩანაწერების არა მარტო მოპოვება, არამედ შენახვა და გავრცელება და კანონს ექვემდებარება ყველა, მათ შორის ჟურნალისტიც და კიდვ, არავითარ გამონაკლისს სისხლის სამართლის კანონი ამ შემთხვევაში არ უშვებს. ასე რომ, ფრთხილად იყავით, თავად არ მოგვევლინოთ განსასჯელის სახით, ეს ნამდვილად არ მიხარია, თქვენგან განსხვავებით! და კიდევ, რუსთავი 2-ს ვეკითხები, “ჯოჯოხეთი” უკვე დაიწყო, თუ როგორ არის?! ჩემს პირად საუბრებს რატომ არ აქვეყნებთ?! ოღონდ ჯერ ის გამოაქვეყნეთ, რასაც ნაც ხელისუფლება უსმენდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადვოკატი ვიყავი და ხელისუფლებისგან დევნილ, გაუბედურებულ ადამიანებს ვიცავდი. ახლა არ მითხრათ არ გისმენდითო, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნუ გააცინებთ!!!“

სხვა ახალი ამბები: