“მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნებზე სიებით მოვიდა?”- შუალედური არჩევნები სამეგრელოში

0

3საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში. დამკვირვებელთა ინფორმაციით აღნიშნულ სოფელში არანაირი დარღვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. იგივე მდგომარეობაა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოშიც, თუმცა აქ უმნიშვნელო დარღვევებზე მაინც საუბრობენ. დამკვირვებლების განცხადებით საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დაწყებამდე სააჩევნო ყუთს ლუქი მეორედ დაადეს. ამავე უბანზე შეამჩნიეს მაჟორიტარომის კანდიდატი “თავისუფალი საქართველოდან” ემალი ყურაშვილი, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად სიებით იდგნენ ეზოში და ელოდებოდნენ ამომრჩეველს.

“გარეთ, დაახლოებით 8.30 საათზე კახა კუკავას პარტიის წარმომადგენლები სიებით, ფურცლებით დადგნენ და ელოდებოდნენ ამომრჩევლებს. ეს არის ამომრჩევლების ნების გამოხატულებაზე პირდაპირი ზეწოლა. მე მათ მოვუწოდე რომ გასულიყვნენ ტერიტორიიდან, ვინაიდან ეს არის თავისუფალი ნების გამოხატულების უხეში დარღვევა,”-აცხადებს დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან გრიგოლ გაგნიძე.

21აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს თავად ემალი ყურაშვილი და აცხადებს, რომ ეს ისევ ცეესკოს მოგონილი ხრიკებია. მისი განცხადებით ის მხოლოდ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველს აფიქსირებდა ფურცლებზე, რომ შემდეგ არმოსული ამომრჩეველის სახელი და გვარები არ დაფიქსირებულიყო საოლქო საარჩევნო კომისიაში.