მარათონი ენგურის ხიდამდე და ზუგდიდის გამგებლის მილოცვა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს

0

11187349_449640908538819_4699881728471704271_oფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან ენგურის ხიდამდე მარათონი გაიმართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. მარათონში გამარჯვებული ახალგაზრდები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

11233813_449640898538820_7607204800803298541_o11200988_449640918538818_1938181100229838749_o11233813_449640898538820_7607204800803298541_o                              “9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. ჩვენ ეს დღე როგორც ყოველთვის დიდი მოწიწებით ავღნიშნეთ და კიდევ ერთხელ მოვეფერეთ ჩვენს ვეტერანებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძალიან ბევრი სადღესასწაულო ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის არის ეს მარათონი, რომელშიც მონაწილეობსა იღებდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები და ნორჩი სპორსმენები. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ვეტერანს ეს დღე”,-განაცხადა ედიშერ თალორაიამ.