მარანში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოინახულებს

0

kvaracxelia valerსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში პირადად მოინახულებს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაშავებულ ადამიანებს და მათი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენს.

“მოვდივარ თბილისიდან, სამტრედიაში რამდენიმე საათში ვიქნები და მოვინახულებ ყველა დაშავებულს, რომელიც მატარებლისა და მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად დაშავდნენ”,-აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, აბაშის რაიონის სოფელ მარანში მატარებელი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, 15 კი მძიმედ დაშავდა.