მარგველაშვილი საკუთარ სახლში იცხოვრებს: რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს?

0

IMG_5756საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის აშენებაც თავის დროზე 300 მილიონ ლარამდე დაჯდა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაცარიელდება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთაწმინდაზე მდებარე, საკუთარ სახლში იცხოვრებს. მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტი პრემიერის კანცელარიაში, მეთერთმეტე სართულზე ექნება.

ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, თუ რა გათავსდება იმ სასახლეში, სადაც ბოლო ოთხი წელიწადი მიხეილ სააკაშვილმა იცხოვრა. აღნიშნული შენობა ქართველი არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის დაპროექტებულია, რომელიც საბოლოოდ ესპანელმა არქიტექტორებმა ააშენეს და საკუთარი იდეებიც ჩადეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში შენობის დამპროექტებელი  არ გამორიცხავს შენობის გადაკეთებას და პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილი სასახლის “საქართველოს სახლად” ქცევას. გიგა ბათიაშვილი მიესალმება იმას, რომ მოქმედი ხელისუფლებისა და მისი აზრები ერთმანეთს დაემთხვა, რადგან რეზიდენციის შენობა მას თავიდანვე “საქართველოს სახლად” ჰქონდა ჩაფიქრებული, სადაც კულტურული ღონისძიებები და საპატიო სტუმართა მიღება უნდა გაიმართოს.

საბოლოო ვარიანტი მაინც შემუშავებული არ არის. ჯერჯერობით არავის გადაუუწყვეტია რა განთავსდება პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მუზეუმი თუ ბიბლიოთეკა.

სხვა ახალი ამბები: