მარგველაშვილს მხარს გამოკითხულთა 43 პროცენტი დაუჭერდა

0

1240611_161458057392965_1312453881_nამერიკული კვლევითი ორგანიზაციის — “Greenberg,Quinlan,Rosner Research” — საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43 პროცენტი მხარს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით შესრულებულ კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე — დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, დასახელებულთაგან რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას — 43 პროცენტი აცხადებს, რომ მხარს სწორედ მარგველაშვილს დაუჭერდა. 22 პროცენტი ხმას დავით ბაქრაძეს, 8 პროცენტი ნინო ბურჯანაძეს, 5 პროცენტი შალვა ნათელაშვილს, 1-1 პროცენტი გიორგი თარგამაძესა და კობა დავითაშვილს უცხადებს. გამოკითხულთა 17 პროცენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ინტერვიუები 2013 წლის 15-21 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული რეგიონების გარდა) ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს სახით 1 204 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ხარისხი +/-2-3 პროცენტს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: