მარტვილის საკრებულოში სამმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

0

martvilis_sakrebuloაბაშის შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვა მარტვილის საკრებულოს წევრებმა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სამმა წევრმა ილო (ზაურ) ჯაკუამ, მამუკა დანელიამ და მამუკა მიქავამ აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge მარტვილის რაიონის საკრებულოს სამივე დეპუტატს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადასტურეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების ფაქტი.

“ჩვენ მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება ოფიციალურად დაგვეტოვებინა ჯერ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” მარტვილის საკრებულოში და შემდეგ კი “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის რიგები. მიგვაჩნია, რომ ეს არის სავსებით სწორი და მართებული გადაწყვეტილება. უახლოეს ხანებში სამივე დეპუტატი მარტვილის საკრებულოში შევქმნით ახალ ფრაქციას და ვიმუშავებთ რაიონის და ხალხის საკეთილდღეოდ”-აცხადებს ერთ-ერთი დეპუტატი მამუკა მიქავა.

შეგახსენებთ, რომ ზაურ ჯაკუამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოს მჟორიტარულ ოლქში, მამუკა დანელიამ სოფელ ლეხალინდრაოს მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო მამუკა მიქავამ სოფელ ადედათში. სამივე დეპუტატი ამ დრომდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს წარმოადგენდნენ.

სხვა ახალი ამბები: