კუდ–ის ფაქტობრივი შემქმნელი ლევან ქარდავა,ჩვენს მთავრობას შევარდნაძის მთავრობიდან გადმოჰყვა

0
img_intro_news_bigსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი არ იცნობდა და არ იცოდა მისი ხელისუფლების დროს ვინ ახორციელებდა ადამაინების პირადი ცხოვრებისა და წამების ამსახველი ვიდეომასალის შეგროვებას.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში შსს–ს მიერ არმოჩენილ ფარულ სამალავში ნაპოვნი ვიდეოჩანაწერების შემქმნელები „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას შევარდნაძის დროიდან გადმოჰყვა.
„ამ დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი მთავარი ფიგურა, ვინმე ჩხატარაშვილი და მეორე, კუდ–ის ფაქტობრივი შემქმნელი ლევან ქარდავა, რომელიც ჩვენს მთავრობას შევარდნაძის მთავრობიდან გადმოჰყვა. სამწუხაროდ, დავტოვეთ ჩვენ და როგორც ჩანს, ძველი ცოდვები ჩამოაწერეს მას ჩვენს დროს,”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის მტკიცებით, ლევან ქარდავა და დავით ჩხატარაშვილი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობენ და ქარდავა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურის, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის გია ხუხაშვილის მარჯვენა ხელია.
„ლევან ქარდავას ყველანაირად შეუწყო ხელი ამ მთავრობამ. ჩხატარაშვილიც და ქარდავაც აქტიურად თანამშრომლობენ  საქართველოს ახალ მთავრობასთან. სამწუხაროდ, ჩხატარაშვილი პრემიერის მთავარი მრჩევლის და ბიზნესის მთავარი ბატონპატრონის, უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურის  გია ხუხაშვილის მარჯვენა ხელია. კუდ–ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა კი, არის ადამიანი, რომლეიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს ყოველდღიურად აიძულებს პარტია დატოვონ და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. როგორც ახლა ირკვევა, სწორედ ეს ორი ადამიანი იყო იმ უბედურებების ჩამდენი. მე მართლა არ ვიცნობდი და არც ვიცოდი ვინ იყვნენ ესენი ბოლო დრომდე, მაგრამ ეს ჩემს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს. მაგარამ, მე ასევე მინდა საქართველოს დღევანდელ მთავობას ვუთხრა, ამ ხალხს არც მილიონებს უნდა აძლევდნენ, რომელსაც ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან და არც იმ ბინძური შეკვეთების შესრულებაში უნდა იყენებდნენ,”– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: