მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

0
Buxus-microphylla-sinicaმართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საღმრთო ლიტურგიას შეასრულებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ.
იგი თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ასევე, ტაძრებში ბზის კურთხევა მოხდება. ბზობის გამო დიდმარხვა ამ დღეს თევზით ხსნილია.
სახარების მიხედვით, იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს უბრალო ადამიანები გზაზე სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!” (მათე 21, 9).

სხვა ახალი ამბები: