მარიამობის წინა ღამე: ”ჭიაკოკონა” სამეგრელოში

0

chiakokonaსამეგრელოში ”ჭიაკოკონას” აღნიშნავენ. ჭიაკოკონა ძველი წარმართული რიტუალია, რომელიც ცრურწმენის მიხედვით ადამიანებს ცეცხლზე გადახტომით ავი ძალებისგან ათავისუფლებს. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ვისაც ამის სჯერა, მაგრამ ეს ტრადიცია მეზობლების თავშეყრის მიზეზად დღემდე ისევ რჩება.

“ჭიაკოკონას” სამეგრელოში ტრადიციულად მარიამობის წინა ღამეს აწყობენ. სამეგრელოში გავრცელებული იყო რწმენა, თითქოს “ჭიაკოკონობის” ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონი დაინთებოდა, კუდიანებისაგან იწმინდებოდა, ეს მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გადმიდრებული გვიანდელი ვარიანტია, ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანობისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო, ეს აქტი ცეცხლში გავლით-კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით აღესრულებოდა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც თავიაანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე – ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

ახლაც XXI საუკუნეში ეს ძველი რწმენა-ტრადიცია შემონახულია მცირე დოზით. ძველი თაობის წარმომადგენლები ამგვარად ფიქრობენ და “ჭიაკოკონასაც”იმიტომ ანთებენ, რომ ბოროტი ძალებისაგან გათავისუფლდნენ, მაგრამ ბავშვებისთვის ეს ყველაფერი უკვე მხოლოდ გართობაში გადაიზარდა, რადგან მათ წარმართთა ჩვეულებების არ სჯერათ. სამეგრელოს სოფლების უმრავლესობა და ნაწილობრივ ქალაქის მაცხოვრებლებიც ამ დროს გარეთ გამოდიან, ისინი ერთად იკრიბებიან და მანქანის საბურავებით დიდ “ჭიაკოკონას” ანთებენ. ამ ყველაფერს უკვე, მხოლოდ გართობის მიზანი აქვს.

სხვა ახალი ამბები: