მარიამ ქუთელიას დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს

0

10953285_1566514883594750_8909809185553710815_nთბილისში 13 ივნისს სტიქიის დროს ტრაგიკულად  დაღუპულ მარიამ ქუთელიას საკუთარ ქალაქში (ზუგდიდი) 20 ივნისს, შაბათს დაკრძალავენ. მარიამ ქუთელიას ცხედარს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან დღის 15.00 საათზე გამოასვენებენ. თბილისში ტრაგიკულად დაღუპული მარიამ ქუთელიას დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ ზუგდიდის მერია დაფარავს.

“მინდა ავღნიშნო ისიც, რომ მარიამ ქუთელიას ოჯახს მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდები დაეხმარებიან. ისინი ამ დღეებში დოკუმენტური ფილმის საქველმოქმედო ჩვენებას გამართავენ’ რაც შეეხება გასვენების ხარჯებს, მას მთლიანაქ ქალაქ ზუგდიდის მერია მთლიანად დაფარავს”-განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.

სხვა ახალი ამბები: