მარიამ ქუთელიას ცხედარს ზუგდიდში გვიან ღამით ჩამოასვენებენ

0

mariamთბილისში 13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის დროს მდინარე ვერეს მიერ გატაცებული ზუგდიდელი მარიამ ქუთელია მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე გუშინ იპოვეს. ის პროზექტურაში საკუთარმა დედამ და მამიდამ ამოიცნო. გარდაცვლილის ცხედარს ზუგდიდში გვიან ღამით ჩამოასვენებენ.

ცნობისათვის, 24 წლის მარიამ ქუთელია ზუგდიდში, ლენინგრადის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის სტუდენტი იყო და უმაღლეს განათლებას დედაქალაქში იღებდა. სტიქიის მომენტში ის მეგობრის სახლში იმყოფებოდა. მდინარე ვერემ მარიამ ქუთელია მეგობართან და მის მეუღლესთან ერთად გაიტაცა. მაშველებმა მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. მარიამ ქუთელიას მეგობარი ივლიტა ჯიბუტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.