მარიკა ვერულაშვილი:- “ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა არის დანაშაული”

0

marika“ეს არის დათა ახალაიას დამსახურებილი საჩუქარი იუბილარ ვანო მერაბიშვილისადმი. ორი დღის წინ სწორედ ვანო მერაბიშვილის დაბადების დღე იყო. მე მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას და მას კიდევ მოუწევს ძალიან ბევრი რამის მოსმენა. ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს”-ამ ხმაურიან განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი აკეთებს.

მარიკა ვერულაშვილის განცხადებით ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაულის ტოლფასია.

“”დღეს მინდა განვაცხადო, რომ ნაცმოძრაობის კრახი საპარლამენტო არჩევნებში სწორედ მისი [მერაბიშვილის] დამსახურება იყო. და მიმაჩნდა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ნაცმოძრაობის გენერალური მდივანი ამ მარცხის შემდეგ. და რადგან ის დარჩა, გადავწვიტე არ ვყოფილიყავი ამ პარტიის წევრი. ეს იყო ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, თუმცა დღესაც ვთვლი და მაშინაც მიმაჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა არის დანაშაული”,-აცხადებს მარიკა ვერულაშვილი

სხვა ახალი ამბები: