მარიკო კობახიძე: “ხობის გამგეობის წარმომადგენლებმა ჩემი როგორც კერძო მესაკუთრის უფლება დაარღვიეს”

0

961791_733776773405312_983454647_nშშმ პირი მარიკო კობახიძის განცხადებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა მისი როგორც კერძო მესაკუთრის უფლება დაარღვიეს.

“მოკლედ, ძალიან შეურაცყოფილი და აღშფოთებული ვარ, ვინაიდან შეურაცხეს ჩემი, როგორც კერძო მესაკუთრის უფლება. მოკლედ, დაახლოებით ათ წლის წინ, ჩემს ქალაქში, ხობში, კერძო მესაკუთრისგან, კანონის სრული დაცვით შევისყიდე ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში რა თქმა უნდა რეგისტრირებულია ჩემს სახელზე. ორი დღეა აღნიშნულ ფართზე უკანონოდ იჭრება ხობის გამგეობის წარმომადგენლები, რითაც არღვევენ, ჩემს, როგორც მესაკუთრის უფლებას. ამასთანავე ეხებიან ჩემს პიროვნებას, კერძოდ, ჩემი ძმის მითითებაზე, რომ დამიკავშირდნენ პირადად მე, ანუ მესაკუთრეს, მათი მხრიდან არის ირონიული პასუხი – მაგას რაღა უნდა ველაპარაკოთ (ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე) მოკლედ ადგილი აქვს განუკითხაობას და დიდ უცოდინრობას, ამასთანავე ირღვევა, ჩემი, როგორც მესაკუთრის უფლება. ეს არის სირცხვილი და თავის მოჩრა. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, უნდა მომმართონ მე, მესაკუთრეს და არა ჩემი ოჯახის წევრებს. ნუ არღვევენ ჩემს უფლებას, იმითაც, რომ არ მცნობენ საკონტაქტო პირად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ვარ შშმ პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების ამუშავება,“–წერს კობახიძე Facebook-ში, საკუთარ გვერდზე.

სხვა ახალი ამბები: