მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართება

0

dekrimiiinaaal2 ივნისს, სამშაბათს ზუგდიდში, “მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდები აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც სოციალურ ქსელ facebook-ში შექმნილი ღონისძიებიდან ირკვევა, ისინი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ.

“ახალგაზრდა ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ და წლობით ციხეში არ უნდა სვამდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ მან მარიხუანა მოწია. მართალია ლეგალიზაციასაც არავინ ითხოვს, თუმცა დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. შეწყდეს ადამიანების ციხეში ჩასმა მარიხუანას მოხმარების გამო!”-აცხადებენ ახალგაზრდები, რომლებიც აქციაზე დასწრებას აპირებენ.

სოციალურ ქსელში აღნიშნული აქცია 2 ივნისს 18.00 საათზე დაიგეგმა. აქცია მუსიკალურად გაფორმდება, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის.

“მეგობრებო,აქციაზე იქნება მუსიკალური გაფორმებაც. ანუ არ მოიწყენთ. იმღერებენ, სიმღერებს. და ბოლოს ჰიმნით დავემშვიდობებით ერთმანეთს”-წერენ facebook Event-ში.