მარტვილელები მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობას იწყებენ

0

martvilis_sakrebulo,,ქართული ოცნების” მარტვილის ორგანიზაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის ხვალიდან იწყებენ.

აქციის 60-მდე მონაწილე მარტვილიდან თბილისში დღეს გაემგზავრა.

როგორც მარტვილში გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მევლუდ კეშელავამ განაცხადა, პრემიერს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება სამეგრელოში, კერძოდ მარტვილში.

,,ჩვენ არ დავუშვებთ ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებას, მითუმეტეს ,,ქართული ოცნების” სახელით. ჩვენ გვინდა ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური საქართველოს მშენებლობა და არა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების და გოროზიების მართულ საქართველოში ცხოვრება. მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას ერთადერთი მოთხოვნით _ შევხდეთ ბიძინა ივანიშვილს,”-აცხადებს კეშელავა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მარტვილში ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ცვლილებები არ მომხდარა და არც დამნაშავე პირები დასჯილან.

სხვა ახალი ამბები: