მარტვილის გამგებლის წარმომადგენელი მარიხუანას მოხმარებისთვის დააკავეს

0

planiiმარტვილის მუნიციპალიტეტში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცავებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს გამგებლის წარმომადგენელი რევაზ ცანავა დააკავეს. ცანავა დაკავებუდან რამდენიმე წუთში გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც მას  ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინდა.

სოფელ ლეხაინდრაოში გამგებლის წარმომადგენელს აღნიშნულ თანამდებობაზე არ წარუდგენია ცნობა ნარკოლოგიურიდან, თუმცა მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ის მაინც დანიშნა თავის წარმომადგენლად. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ლეხაინდრაოში ამ წუთებში დაკავებულია. აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება  მის თანამდებობრივ უფლებამოსილებას, სავარაუდოდ ცანავა სოფელში გამგებლის წარმომადგენლობას გამოემშვიდობება.