მარტვილის რაიონში სტიქიას ებრძვიან

0

martviliმარტვილის რაიონში სტიქიას ებრძვიან. რაიონში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ და მოვარდნილმა ღვარცოფმა ადგილობრივი მოსახლეობის სახლ-კარი დატბორა. წყალდიდობამ განსაკუთრებულად დააზარალა მარტვილის ქვედა ზონის სოფლები ლეხაინდრაო, ნაჯახაო და ედიდგარი.

წყალდიდობამ დატბორა თხილნარები და ერთწლიანი ნარგავები. დატბორილია ადგილობრივების სათათბურე მეურნეობა, დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი. მარტვილის რაიონში წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

 

სხვა ახალი ამბები: