მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

0

cixeშს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, 1966 წელს დაბადებული ბორის მიქავა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორის მიქავამ, მარტვილის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ე.წ. “კანიონის” ტერიტორიაზე მდებარე 2500 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარებისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 5000 ლარი.

არსებული ინფორმაციით, მიქავა  მიწის შეძენით დაინტერესებულ პირს დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და მისცემდა საშუალებას ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაეწყო კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცებამდე.

ბორის მიქავა დაკავებული იქნა ფაქტზე.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

სხვა ახალი ამბები: