მარტვილში ახალგაზრდა მამაკაცმა ბანკის ვალების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

0

tvitmkvlelobaმარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადაუხდელი ბანკის ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო. ადგილობრივ როლანდ გადელიას ვალად სამი ბანკიდან აღებული დაახლოებით 10.000 ლარამდე ჰქონდა დავალიანება. ეს იმის ფონზე რომ მისი ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობდა.

უბედური შემთხვევა სოფელ სალხინოში სამი დღის დღის წინ მოხდა.  როლანდ გადელიამ საკუთარი სიცოცხლე საკუთარ სახლში დაასრულა.

როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან, გადელიების ოჯახმა რამდენიმეჯერ მიმართა დახმარებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს,თუმცა უშედეგოდ. დახმარების მიღებაზე ოჯახმა უარი  მიიღო.

მარტვილის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის იზა ოდიშარიას განცხადებით როლანდ გადელიამ  სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების თხოვნით სულ ოთხჯერ მიმართა ( 2008, 2009, 2011 და 2013 წლებში) თუმცა, გადელიებს მაღალი ქულები მოსდიოდათ რომელიც ყოველთვიურ ფულად დახმარებას არ ითვალისწინებდა.

სხვა ახალი ამბები: