მარტვილში ლელობურთის ტრადიცია გრძელდება (ფოტო)

0

11953025_721433027962594_8243809346159131726_nდღეს, 5 სექტემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით სოფელ ნახუნავოს სტადიონზე ლელობურთში ჩემპიონატი ჩატარდა. თამაშის დაწყებამდე სპორტსმენებსა და მაყურებლებს ეს დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.

,,ლელო ერთ-ერთი უძველესი, ეროვნული და ყველაზე საინტერესო თამაშია. ის ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, მაგრამ ბოლო 20-30 წელიწადია ლელოს აღარ თამაშობენ. სპორტის ეს ტრადიციული სახეობა, რომელიც აქამდე მივიწყებული იყო 2014 წელს აღვადგინეთ და ყოველი წლის სექტემბრის პირველ შაბათ დღეს მოეწყობა. ეს საინტერესო სანახაობა ეროვნული სპორტის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. აუცილებელია, რომ ეს თამაში განვითარდეს საქართველოს ყველა კუთხეში “-აღნიშნა მარტვილის გამგებელმა.

11999010_721432257962671_1019026421424718705_n11990416_721432987962598_3847998359204901964_n11949468_721433054629258_7945534860522196332_n11140304_721432314629332_1343569476816691060_n11202125_721432144629349_4770806330721868131_n11218971_721432061296024_4016419355433623820_nმოთამაშეებს მიესალმა ამ დღისათვის მარტვილში საგანგებოდ ჩამოსული სტუმარი, ყოფილი რაგბისტი, გენერალი გიორგი სურმავა. თამაში ტრადიციისამებრ პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გოჩამ გახსნა, ბურთი სიმბოლურად პირველი მან ააგდო. ერთმანეთს ჩოხატაურის ვეტერან რაგბისტთა გუნდი და ადგილობრივი ვეტერანები შეეჯიბრნენ, ასევე სოფელ ნახუნავოს ორი უბნის მოსახლეობა შეხვდა ერთმანეთს.

ეტერან რაგბისტებთთან ერთად თამაშში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი რაგბიში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა.

ჩემპიონატს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლელობურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კილასონია, მარტვილის პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაცია, სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. დღის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.

სხვა ახალი ამბები: