მარტვილში 9 აპრილის გმირის აზა ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

0

11046898_464174880416153_9118325173792779291_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ მარტვილში, 9 აპრილის გმირის აზა ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკო. ვიცე-გუბერნატორმა აზა ადამიას დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

11080326_464174807082827_3983486352168565892_o10257807_464174710416170_4392412314705572829_oაზა ადამია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარბევის დროს მოკლეს. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ადამია მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა.

დღესვე გვირგვინებით შეამკეს მარტვილში 9 აპრილის მემორიალი და აზა ადამიას ბიუსტი, რომელიც მისივე სახელობის სკოლის ეზოში მდებარეობს.

სხვა ახალი ამბები: