მარტიდან საჯარო სკოლებს სასკოლო ავტობუსები მოემსახურებათ

0

1358950116_avtobusi-_01მარტიდან ახალი პროექტის „სკოლების ხელმისაწვდომობა” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 140 საჯარო სკოლას სასკოლო ავტობუსი მოემსახურება. ამ სკოლებს შორის არის სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლებიც.

სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვარში ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა” ამოქმედდა. პროგრამაში 190 საჯარო სკოლაა ჩართული და 9000-ზე მეტი მოსწავლეა სასკოლო ავტობუსით უზრუნველყოფილი. სკოლების სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ. 6 მარტიდან პროექტში დამატებით კიდევ 140 სკოლა ჩაერთვება და სულ 16000 მოსწავლის ტრანსპორტირება განხორციელდება.

სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის განხორციელება ერთი თვით ადრე დაიწყო. ეს პროცესი მართის თვის დასაწყისიდან ყველა სკოლაში მოგვარებული იქნება.

სხვა ახალი ამბები: