მარულა ზუგდიდის რაიონში

0
1175330_360587044074489_248662071_nცხენოსნობის ეროვნული სახეობა, სადა დოღი – მარულა, რომელიც ტრადიციულად ყოველ მარიამობის დღეს ტარდება ამჯერად სოფელ ერგეტაში გაიმართა. სოფელმა „მარულას“ ჩატარების უფლება გასულ წელს მისი წარმომადგენლის გამარჯვების შედეგად მიიღო. ზუგდიდისა და ხობის რაიონის მოჯირითეებმა სამ სახეობაში იასპარეზეს.
40 – მდე მოასპარეზეს 2000, 4000 და 6000 მეტრის გადალახვა უწევდათ.
2000 და 4000 მ. მანძილის გადალახვა მოასწრო და ფინიშამდე პირველი მივიდა სოფელ ერგეტის მკვიდრი გოგა თითმერია. მეორე ადგილი კი, ამ მანძილის გარბენისთვის სანდრო ქირიამ დაიკავა.
6000 მეტრის მანძილის შეჯიბრში პირველი ადგილი სპარტაკ შენგელიამ აიღო. მეორე ადგილი კი ამ მანძილზე ასპარეზობის დროს გიორგი ბულიამ დაიკავა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარჯვებულები პრიზებით დააჯილდოვა. სოფელმა ერგეტამ დოღის მასპინძლობა კვლავ მოიპოვა.

სხვა ახალი ამბები: