მასშტაბური პროექტი: – ,,ახალგაზრდები ბარიერის გარეშე“ (R)

0

1369193_665699653447830_1680834418_nახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი’’-სა  და ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ერთობლივი პროეექტის ფარგლებში დევნილი მოზარდებისთვის მასშტაბური პროექტი– ,,ახალგაზრდები ბარიერის გარეშე“ დაიწყო.

პროექტი რამდენიმე ეტაპად, სამი თვის განმავლობაში განხორციელდება და მასში სკრის, შაუმიანის, კარალეთისა და შავი ზღვის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, დევნილ მოზარდებს ქართველი და ევროპის რამდენიმე  ქვეყნიდან მოწვეული ტრენერები  ანიმაციისა და გრაფიკის,  სოციალური მედიის, პიროვნული განვითარებისა და ადამიანის უბლებათა დაცვის საკითხებში ტრენინგ კურსებს ჩაუტარებენ. დაგეგმილია კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებების, სპორტული შეჯიბრებების, პროფესიული და ცოცხალი ბიბლიოთეკების გამართვა. ევროპელი მოხალისეები დევნილთა ჩასახლებებს ეწვევიან და მოახდენენ თავიანთი კულტურისა და ჩვეულების პრეზენტაციას.

დასკვნით ეტაპზე  პროექტში მონაწილე ახალგაზრდები, მასწავლებლები, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის“ წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მოხალისეები პროექტის მიმდინარეობასა და  შედეგებს შეჯამებენ.

ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ რამდენიმე წელია  თანამშრომლობს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებსა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან. ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და აქტივობებს, რომლის მთავარი მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში დევნილი ახალგაზრდების   მეტი ჩართულობა და  მათი საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირება.

სხვა ახალი ამბები: