“მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს

0

Capture“მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განიხილავენ.

კომიტეტის სხდომას კანონპროექტის ავტორები და მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებიან.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელი განხილვა და მასზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დაესწრება დაგეგმილი იყო 2 კვირის წინ და არ უკავშირდება მაუწყებელში შექმნილ ვითარებას.

უმცირესობის წევრები კი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში ნებისმიერ პოლიტიკურ ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევენ.

რა წერია კანონპროექტში – “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონის ავტორები ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, მთლიანად იცვლება ბორდის დაკომპლექტების წესი. სამეურვეო საბჭო, 15-ის ნაცვლად, ცხრაკაციანი ხდება. აქედან სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს უმცირესობა, ორს კი ომბუდსმენი წარადგენს. საბჭოს მეცხრე წევრი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი იქნება.

ცვლილებების მიხედვით, აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებაში შევა, რეგიონული მასშტაბით იმავე უფლებებით ისარგებლებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 15 პროცენტით დაფინანსდება.

სხვა ახალი ამბები: