მაღალჩინოსნების მიერ ბანკომატიდან გამოტანილი მილიონები

0

atmსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებით და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი.

თვალსაჩინოებისთვის, ბრიფინგზე წარმოადგინეს ვიდეომასალა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესშია მოპოვებული და მათივე ინფორმაციით, მასზე ასახული არიან მაღალჩინოსანი მოხელეები, რომლებიც პლასტიკური ბარათებით იღებენ თბილისელებისგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს.

კადრებში ასახული არიან: დავით ავალიანი – მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ანდრო ალავიძე – 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტარი, გიორგი გოდაბრელიძე – 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტარი და სხვა მაღალი თანამდებობების პირები.

სხვა ახალი ამბები: