მაშველები უშბას მწვერვალზე ორ რუს ტურისტს ეძებენ

0

ushbaსაქართველოში ორი რუსი ტურისტი დაიკარგა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა news.ru იტყობინება. ორი როსტოველი ტყურისტი ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი უშბას მწვერვალის დასაპყრობად საქართველოში 31 აგვისტოს გაემგზავრნენ და უკან დაბრუნებას 7 სექტემბრისთვის გეგმავდნენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით ხუთი დღის წინ ანდრეი სიდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 8 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდებოდა, თუმცა ამის შემდეგ ის სოციალურ ქსელში არ გამოჩენილა.

როსტოვის სამძებრო-სამაშველო კომპანია “ლიზა ალერტის” ინფორმაციით, როსტოველი ტურისტების სამაშველო ოპერაციაში ქართული მხარეც არის ჩართული. ჯერჯერობით რუსი ტურისტების ადგილსამყოფელი დაუდგენელია. მაშველები ძებნას განაგრძობენ.

სხვა ახალი ამბები: