მაშველებმა დაშავებული ტურისტი მწვერვალ უშბიდან ჩამოიყვანეს

0

IMG_6107შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად დაშავებული მთამსვლელი პავახ პიენკოხსკი მწვერვალ უშბიდან ჩამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ უშბაზე, 4000 მ სიმაღლეზე დაშავდა პოლონელი ტურისტი და ითხოვს დახმარებას. პოლონელ მთამსვლელთა 5 კაციანი ჯგუფი უშბაზე ერთ-ერთ მარშრუტის გავლის დროს ქვათაცვენაში მოყვა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფეხის ტრამვა მიიღო და მარშრუტის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შსს-ს სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდა და ხუთივე პოლონელი მთამსვლელი მესტიაში ჩაიყვანა. მაშველებმა პავახ პიენკოხსკი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის დაშავებული მთამსვლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სხვა ახალი ამბები: