მაშველებმა ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

0

11219454_1214798788546364_599347257336193809_n-636x395რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდელი მარიამ ქუთელია გარდაცვლილი იპოვეს. ქუთელიას ცხედარი თბილისის ერთ-ერთ პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მოხდა მისი ამოცნობა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან ერთად მოვარდნილმა მდინარე ვერემ გაიტაცა. მარიამ ქუთელია სტიქიის მომენტში მეგობრის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ ქუთელიას მეგობარი გოგონას ქმრის გადარჩენა შეძლეს. უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნა შემთხვევის ადგილზე ამ წუთებამდე მიმდინარეობს.

მარიამ ქუთელია ზუგდიდელია. მისი ოჯახი ზუგდიდში, ლენინგრადის ქუჩაზე ცხოვრობს.

სხვა ახალი ამბები: