მაშველებმა მარტვილის კანიონიდან ყველა მოსწავლე ამოიყვანეს

0

martvilis kanioniსამაშველო ოპერაცია ჩატარდა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში. მდინარე აბაშის ადიდების გამო, კანიონში 17 მოსწავლე იყო ჩარჩენილი.

ბავშვები მარტვილში ექსკურსიაზე რუსთავის ერთ-ერთი სკოლიდან ჰყავდათ წაყვანილი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოსწავლეები კანიონს ათვალიერებდნენ, როდესაც მოულოდნელად მდინარე ადიდდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ზუსტდება. სამაშველო ოპერაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ატარებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას ინფორმაციით, ყველა მოსწავლე კანიონიდან გამოყვანილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: