მაშველებმა მდინარე ცივში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

0

00071სენაკის რაიონის სოფელ ზემო ჭალადიდში, მდინარე ცივში შუახნის მამაკაცის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. სამაშველო სამსახურები მამაკაცის ცხედარს უკვე მესამე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სენაკი პოლიციის თანამშრომლებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სენაკის პოლიციის უფროსმა გიგა ზესაშვილმა განუცხადა.

65 წლის შუქრი წოწერიას ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.