მაშველებმა მესტიის რაიონში ორი უცხოელი ტურისი გადაარჩინეს

0

turistebi-svanetშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა და მესტიის მუნიციპალურმა სახანძრო და სამაშველო სამსახურმა მესტიის რაიონში წარმატებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

„ჩატინი“-ს მწვერვალის ფერდობზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე, ორმა ჩეხმა ტურისტმა გზის გაგრძელება ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო. ტურისტები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს.

საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები სამაშველო ოპერაციაში სპეციალური სამთო აღჭურვილობით დაუყოვნებლივ ჩაერთნენ. მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ტურისტებს რამდენიმე საათში მიაკვლიეს და უვნებლად ჩამოიყვანეს. ერთ-ერთი ტურისტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სხვა ახალი ამბები: