მაშველებმა ხრამში გადავარდნილი ცოტნე ჭანკოტაძე გადაარჩინეს

0

mashveliშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დღეს დილიდან, წალენჯიხის რაიონში სამაშველო-საძიებო ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაშქრეთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი შაკაია ავრცელებს. მისი განცხადებით ხრამში გადავარდნილი ცოტნე ჭანკოტაძე უკვე სამშვიდობოშია.

”საბედნიეროდ ხრამში გადავარდნილი ცოტნე ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი ხუთივე ჯგუფის წევრი უკვე სამშვიდობოშია. ისინი წალენჯიხაში გადმოიყვანეს და მალე თბილისში გადმოფრინდებიან. ცოტნე ჭანკოტაძეს როგორც მითხრეს მოტეხილობები აღენიშნება და ის მკურნალობას სავარაუდოდ თბილისში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია რაიონის გამგებელმაც დაგვიდასტურა”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში გიორგი შაკაია.

გიორგი შაკაიას განცხადებით მან სპეციალური განცხადება გუშინ მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის წევრებში და მათ მშობლებში მომხდარმა დაბნეულობბა და შიში გამოიწვია.

”არ შეიძლებოდა არ მეხსენებინა ფედრააციას კავშირის არქონა იმიტომ რომ ჩვენ წაყვანილი გვყავდა ბევრი მოლაშქრე, რომლის მშობლებიც და მეგობრებიც შოკში იყვბენ მომხდართან დაკავშირებით და რათქმაუნდა ნერვიულობნენ , ყველას თავისი შვილი თუ მეგობარი ეგონჯა დაკარგული”-აცხადებს გიორგი შაკაია.

სხვა ახალი ამბები: