მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

0

MIDEAST-JERUSALEM-RELIGION-CHRISTIAN-ORTHODOX-EASTERიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში თბილისის დროით სამ საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დახიურა. პროცესის დაწყებამდე პატრიარქი სხვადსხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩრიკეს.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან, რომლების ქვეყანაში ღამის თორმეტი საათისთვის დაბრუნდებიან.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ეს ხილული სასწაული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყოველ დიდ შაბათს ხდება, მორწმუნეთათვის იმის მანიშნებელია, რომ უფალ იესო ქრისტეს მორწმუნეები არ დავიწყებია.

სხვა ახალი ამბები: