მდინარე ბზიფში დამხრჩვალ ორ ტურისტს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

0

bzifirambler.ru-ს ინფორმაციით აფხაზეთში, მდინარე ბძიფში ორი რუსი ტურისტი დაიხრჩო. მოსკოველ ვადიმ მასლიაკოვსა და ალექსანდრა პეტერიმოვას მაშველები ამ დრომდე ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. მაშველები ამ წუთებშიც განაგრძობენ ტურისტების ძებნას. დამატებითი ძალები გამოძახებულია მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მდინარე ბზიფის ხიდზე 5 რუსი ტურისტი გადადიოდა, სამი ხიდიდან გადავარდა. ერთმა ტურისტმა ნაპირზე გასვლა შეძლო, ხოლო ორი ტურისტი დინებამ წაიღო. რუსი ტურისტები აფხაზეთში გუშინ ჩავიდნენ.

სხვა ახალი ამბები: