მდინარე მაჭარაში “უაზის” ტიპის ავტომანქანა და ორი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს

0

xw_1029426ორი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს გულირიფშის რაიონში გამავალ მდინარე მაჭარაში. გალის რაიონის მკვიდრი ირაკლი ფაჩულია და სოხუმის მკვიდრი, ეროვნებით აფხაზი თემურ აგრბა უაზის ტიპის ავტომანქანით მდინარეში 11 იანვარს, ღამის საათებში გადავარდნენ. მაშველები გარდაცვლილთა ცხედარს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, რის შემდეგაც მათ შემთხვევის ადგილიდან ათი კილომეტრის დაშორებით მიაკვლიეს.

გარდაცვლილთა ცხედრები სამედიცინო ექსპერტიზაზე სოხუმში გადაასვენებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ე.წ სოხუმის მილიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.