მდინარე ნოღელაზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

XIDIსენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის საავტომობილო გზის ოცდამეთორმეტე კილომეტრზე მდინარე ნოღელაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი არსებული ხიდის დემონტაჟს, ახალი ხიდის მშენებლობას, სავალი ნაწილის საგზაო სამოსის მოწყობას, საგზაო ნიშნების მონტაჟს და სავალი ნაწილის მონიშვნას ითვალისწინებს ასევე, დაგეგმილია მდინარის კალაპოტის გაგანიერება და სარეგულაციო კედლების მოწყობა.

ამჟამად მიმდინარეობს ხიდზე მისასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა. ხიდის სიგრძე – 18 მეტრია, სიგანე – 10,5 მეტრი. პროექტის ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 373 ათას ლარს შეადგენს.

სამუშაოები 16 აპრილს დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “სახარია” ასრულებს.

სხვა ახალი ამბები: