მდინარე ტეხურში ბანაობისას ორი ახალგაზრდა ქალბატონი დაიხრჩო

0

texuriiiiსენაკის რაიონის სოფელ ნოსირში უბედური შემთხვევა მოხდა. ამავე სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან მდინარე ტეხურში ბანაობისას დაიხრჩვნენ. ადგილზე მისულმა სენაკის სამაშველო სამსახურმა სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვერ შეძლო.  მდინარეში დამხრჩვალი ორი ახალგაზრდა ქალის რიტა მიგინეიშვილისა და თეონა ბუკიას ცხედარი უკვე ნაპოვნია და მათ ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

“საზარელი შემთხვევა მოხდა დღეს სოფელში. ერთი ოჯახის ორი წევრი, ამ ოჯახის რძლები დაიღუპნენ ბანაობისას. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ როგორც ამბობენ ისეთ ადგილამდე მიიყვანა ორივე დინებამ, საიდანაც ამოცურვა ვერ შეძლეს. ერთი რძალი იყო 40 წლის რიტა მიგინეიშვილი და მეორე კი 17 წლის თეონა ბუკია. თავზარი დაგვცა ყველას ამ საშინელმა ამბავმა,”-აცხადებენ smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში თანასოფლელები.

სხვა ახალი ამბები: