მაშველებმა მდინარე ტეხურში დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი იპოვეს

0

texuraმდინარე ტეხურში დამხრჩვალი 15 წლის მოზარდი ნუგზარ ლემონჯავა ადგილზე მომუშავე მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. როგორც გაირკვა, ნუგზარ ლემონჯავა მეგობრებთან ერთად სენაკის შესასვლელთან, რკინიგზის ხიდთან ბანაობდა. წინასწარი ინფორმაციით მდინარე ტეხურმა კალაპოტი შეიცვალა და მოზარდი ჩაითრია, რაც მისი დახრჩობის მიზეზი გახდა.

ამ წუთებში გარდაცვლილის ცხედარს ახლობლები საკუთარ სახლში, სენაკის რაიონის სოფელ ქვალონში მიასვენებენ.

სხვა ახალი ამბები: